ხსოვნის დღე
2013 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის 20 წლის თავზე რუსთავში, ცურტაველის სკვერში ტრადიციულად შეიკრიბნენ ომის ვეტერანები და ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები ქალაქ რუსთავიდან და ქვემო ქართლის რეგიონიდან. მათ ყვავილებით შეამკეს ხსოვნის მემორიალი და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპული თანამებრძოლების სულებს. შეკრებილ საზოგადოებას მიმართეს და გმირულად დაცემული მეგობრები გაიხსენეს ომის ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ბატონმა დავით აფციაურმა, არასამთავრობო ორგანიზაცია "ომის ვეტერანთა სოლიდარობის კავშირის" გამგეობის თავმჯდომარემ ბატონმა დავით ქრისტესიაშვილმა, გვარდიის რუსთავის ბატალიონის ყოფილმა მეთაურმა ბატონმა დავით გოლუბიანმა, ომის ვეტერანმა ბატონმა ლევან გოგოლაურმა. შემდეგ შეკრების მონაწილენი გაემართნენ სამშობლოსათვის თავდადებული მამულიშვილის, ბატონი ჟიული შარტავას მემორიალისაკენ და ყვავილებით შეამკეს იგი.
ფოტო: თამაზ აჭარაძისა
ფოტო: თამაზ აჭარაძისა